კონცერტ-სპექტაკლი მრავალფეროვნების სილამაზე

18 ნოემბერი 2025, 18:13 93 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ასოციაცია „თანა“-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა სპექტაკლი დადგეს.

,,მრავალფეროვნების სილამაზე’’-ამ სახელწოდებით გამართულ სპექტაკლში დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარებმაც მიიღეს მონაწილეობა და სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
კონცერტი, რომელიც ბათუმის მერიის პროექტის ,,კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივის მხარდაჭერის ფარგლებში" ჩატარდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში