დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 12 წლის გერის საძინებელში ფარული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობა დაამონტაჟა და ამ გზით, უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალა .
პროკურატურის ინფორმაციით ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, რომელშიც აღმოჩნდა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. დაკავებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.