საქართელოს პრეზიდენტის ბრიფინგი

28 დეკემბერი 2022, 18:01 680 ნახვა

,,არ შეიწყალო კრიმინალი “- ამ მთავარი გზავნილით კონტრაქციაა მიმდინარეობდა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან. აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახები. მანამდე კი 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ გამართა საგანგებო ბრიფინგი და თქვა, რომ თუ მოქმედი პრეზიდენტი ყოფილს შეიწყალებს, ამით ხელს მოაწერს საკუთარ გადადგომასაც. ბრიფინგზე მურმან დუმბაძის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანია აღშფოთებული ,,ძალა ერთობაშია-გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის მსგავსი შეფასებით. ამის შემდგომ კი პრეზიდენტმა ბრიფინგი ჩანიშნა ორბელიანების სასახლეში.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში