კრემლი ზელენსკის სამშვიდობო გეგმაში 4 რეგიონის ანექსიის გათვალისწინებას მოითხოვს

29 დეკემბერი 2022, 11:57 526 ნახვა

უკრაინის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა რუსეთთან ოთხი ახალი ტერიტორიის შეერთებას უნდა ითვალისწინებდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის წარმომადგენლის თქმით, გეგმები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ახალ რეალობას, არ შეიძლება მშვიდობიანი იყოს. რუსეთმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები თავისი ტერიტორიის ნაწილად მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადა. რუსეთი აღნიშნული რეგიონებიდან ვერცერთს ვერ აკონტროლებს სრულად. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასრულების მიზნით შექმნილი ათპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ნოემბერში წარადგინა. გეგმა ითვალისწინებს რუსული ჯარების გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ჯარი უნდა გავიდეს ოთხივე რეგიონიდან და ყირიმიდან, რომელიც 2014 წელს დაიპყრო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში