ახალი ტექნიკა გზების გაწმენდითი სამუშაოებისთვის

29 დეკემბერი 2022, 18:05 680 ნახვა

გზების გაწმენდის სამუშაოებში 10 ახალი სპეცტექნიკა ჩაერთვება. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ტექნიკის შეძენისთვის წელს გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 290 ათას 530 ლარი დაიხარჯა. საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და ზამთრის სეზონისთვის სამზადისზე გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ესაუბრა. ითქვა, რომ ამ დროისთვის აჭარის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოებს 80-ზე მეტი სპეც. ტექნიკა ასრულებს. ინფორმაცია და ვიდეო მასალა საგზაო დეპარტამენტმა მოგვაწოდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში