თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. არსებული ცნობით, მკვლელობა სანადირო თოფიდან განხორციელდა.
შემთხვევა წუხელ მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.