ძებნა თაღლითობის ბრალდებით

56 წუთის წინ 94 ნახვა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნდობაში შევიდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან და დაჰპირდა, რომ თითითქოსდა ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების ავტო აუქციონებზე მათთვის ავტომანქანებს შეიძენდა და საქართველოში ჩამოიყვანდა.

აღნიშნული გზით ბრალდებული 70 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 4,775,922 ლარს მოტყუებით დაეუფლა.ბრალდებულს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით , რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში