პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

03 დეკემბერი 2025, 10:32 129 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი: 1979 წელს დაბადებული მ.ლ.-ს; 1995 წელს დაბადებული დ.დ.-ს და 2001 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში