სეზონური ვირუსები

15 იანვარი 2023, 20:15 1037 ნახვა

ქვეყანა  სეზონური ვირუსების აქტიურ ფაზაშია. გარდა გრიპებისა მომატებულია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. გაზრდილია სამედიცინო დაწესებულებებზე მიმართვიანობა, მაღალია ავადობა პატარებში, ხშირია ბრონქული ანთება.

სეზონური გრიპი, კორონავირუსი და ე.წ „ღორის გრიპი“ იმ ვირუსების ძირითადი ნაწილია, რომლებიც ქვეყანაში ცირკულირებს.

სპეციალისტები სკოლებისა და ბაღების გახსნას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა ამბობენ, რომ აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ბათუმში ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ამბულატორიულ მკურნალობაზეა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში