ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ლონდონის "არსენალიც" დაინტერესდა

16 იანვარი 2023, 13:07 996 ნახვა

ლონდონის "არსენალი" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით არის დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე ბრიტანული გამოცემა, მათ შორის "Express" და "90min" ავრცელებს. 

მიხაილო მუდრიკის ტრანსფერის ჩასვლის შემდეგ ლონდონური კლუბი ახალი ფეხბურთელის ძიებაშია და როგორც გამოცემა წერს "არსენალის" სატრანსფერო რადარზე ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა. მიკელ არტერტას გუნდში კონკურენციის გაზრდა სურს და მთავარ ვარიანტად სწორედ ქართველს განიხილავს.

უკრაინელი მუდრიკის სანაცვლოდ "არსენალი" 100 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა ფეხბურთელმა  საბოლოოდ კონტრაქტი "ჩელსთან" გააფორმა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში