დაპირისპირება ''ნაციონალურ მოძრაობაში''

22 იანვარი 2023, 17:53 564 ნახვა

ბათუმში, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ. მან პარტიის წევრებს თავისი პროგრამა და ხედვები გააცნო.

მუმლაძის თქმით ამ ეტაპზე მთავარია პარტიაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და მაქსიმალური ყურადღება მიექცეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს.

გიორგი მუმლაძე პარტიის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევნების  შემდეგ უნდა გააქტიურდეს პოლიტსაბჭო, რომელსაც უმოქმედობაში დასდო  ბრალი.

პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გააგრძელებს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში