ევროპის საბჭოს ასამბლეამ რუსეთის აგრესიაზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო

26 იანვარი 2023, 17:09 407 ნახვა

100 ხმა და არც ერთი წინააღმდეგი, რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის არიან საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები, პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი და ქართული ოცნების დეპუტატი ხატია წილოსანი. რეზოლუციით, რომლის სახელწოდებაცაა: "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა ასპექტები" ასამბლეა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მისი ხასიათის, მასშტაბისა და სიმძიმის გათვალისწინებით, წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების აშკარა დარღვევას. ასამბლეა სრულად გმობს ამ დანაშაულებს, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას გაუგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჩამდენი პასუხისგებაში იქნება მიცემული და რომ, ასეთი დანაშაულების დაუსჯელობა მიუღებელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში