გერმანიის მთავრობის პასუხი პიტერ ფიშერთან დაკავშირებულ შეკითხვებზე

31 ოქტომბერი 2025, 11:55 133 ნახვა

გერმანიის მთავრობა პასუხობს პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობას, ელჩის მიერ გამართულ შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრების მიზანს. 
ბუნდესტაგის პასუხში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირადღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, გერმანიის მთავრობა ადასტურებს, რომ პეტერ ფიშერი პარტია „საქართველოსთვის“  წარმომადგენელს შეხვდა და ეს შეხვედრა   4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაიმართა.
როგორც გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, შეხვედრები ვენის კონვენციის შესაბამისად ტარდება. „ფედერალური მთავრობა, პრინციპულად, კონფიდენციალური დისკუსიების შინაარსზე კომენტარს არ აკეთებს“,- ნათქვამია ბუნდესტაგის პასუხში.ამასთან, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ამ პერიოდში გერმანიის ელჩი ერთხელ შეხვდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსს და ერთხელ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე