ეკონომიკური საბჭოს სხდომა

28 იანვარი 2023, 18:02 568 ნახვა

პრემიერ მინისტრმა სამუშაო თათბირი გამართა მინისტრებთან და მოადგილეებთან. ირაკლი ღარიბაშვილმა თათბირზე მიმდინარე წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა. საუბარი შეეხო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის“ იმპლემენტაციის დინამიკას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტთან დაკავშირებით.

აღინიშნა, რომ 2023 წელს დასრულდება მუშაობა თბილისის აეროპორტის გენერალური განვითარების გრძელვადიან გეგმაზე, მათ შორის, ახალი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

განხილვის თემა იყო  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიულ პროექტზე.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონების გაზიფიკაციისა და ინტერნეტიზაციის პროექტები. აღინიშნა, რომ 2023 წელს ჯამში 150-მდე სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება იგეგმება.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში