ხულოს საკრებულოს სხდომა

31 იანვარი 2023, 14:45 512 ნახვა

ხულოს საკრებულომ მიმდინარე წლის  არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი არ შეცვალა.

წარმომადგენლობითმა ორგანომ  დაბა ხულოში, სოფლებსა და მუნიციპალიტეტის კურორტებზე  მიწების ფასები  გასული წლის დადგენილების საფუძველზე იგივე დატოვა.

საკითხს არ დაეთანხმნენ ოპოზიციაში. არგუმენტად  ფასების  არაადეკვატურობა დაასახელეს.

სტრატეგია აღმაშენებელის  დეპუტატის  განმარტებით  ცვლილება  სავარაუდოდ რომელიმე ''ქართული ოცნების'' მაღალჩინოსანის კეთილდღეობისთვის მიიღეს, რომელიც  ხულოში მიწის შეძენითაა დაინტერესებული. ბრალდებას უპასუხეს მმართველ გუნდში, სადაც ოპოზიცია არაკომპეტენტურაში დაადანაშაულეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში