შპს “ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს” ყოფილ დირექტორს ადვოკატი ხვდება

02 თებერვალი 2023, 17:42 1139 ნახვა

,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. გიორგი ბარამიძეს  წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ წუთებში ადვოკატი ხვდება. მისი  ადვოკატის განცხადებით,  გიორგი ბარამიძე  უდანაშაულობის დამტკიცებას სასამართლოზე შეეცდება. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს უახლოს საათებში მიმართავს.  გიორგი ბარამიძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული.  გამოძიების ინფორმაციით, „ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ დირექტორმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ და ამბულატორიული მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული თანხები უკანონოდ გადარიცხა თავის საბანკო ანგარიშზე, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 97 ათას  933 ლარი.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  გიორგი ბარამიძეს  7-დან 11 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში