შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე დ.ი. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს.
მათივე ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა დ.ი. ბათუმში, ქვეითად გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 15 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე