საქართველოს მთავრობა თურქეთში, სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად, შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის

06 თებერვალი 2023, 13:26 565 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.  ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს დილით მოხდა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში