აზერბაიჯანის სახალხო არტისტისა და გრაფიკოსის, პროფესორ არიფ ჰუსეინოვის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და აზერბაიჯანის ეროვნული ხალიჩების მუზეუმის თანამშრომლობით.
ამ ორ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. გამოფენაზე წარმოდგენილია ჰუსეინოვის მიერ 2024-2025 წლებში, შერეული ტექნიკით, ტილოზე შესრულებული 12 გრაფიკული ნამუშევრის სერია და აზერბაიჯანის ეროვნული ხალიჩების მუზეუმის ტრადიციული ტექნოლოგიების განყოფილებაში შესრულებული ხალიჩა, რომელიც არიფ ჰუსეინოვის სურათის - „ორი გულის ისტორიის " მიხედვითაა შექმნილი. გამოფენა 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.