საკადრო ცვლილებები

06 ნოემბერი 2025, 12:04 256 ნახვა

საკადრო ცვლილებები აჭარაში, „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თანამდებობაზე არჩილ ანთაძე დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, ბულვარის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა - ინფორმაციას "ბათუმის ბულვარი" ავრცელებს.

ბულვარის ყოფილი დირექტორი ლაშა მიქელაძე კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უხელმძღვანელებს, რომლის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 

კიდევ ერთი ცვლილება აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს შეეხო, უწყების ხელმძღვანელად ზაზა შავაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე