ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა. ეროვნული პავილიონი, საკვები და სასმელი პროდუქციის ზონა, ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების განყოფილება - საქართველოს პრემიერმა ის საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა, სადაც 40-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში საქართველო უკვე მერვედ მონაწილეობს და გამოფენა 10 ნოემბრამდე გრძელდება.