ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის მერვედფინალშია

07 თებერვალი 2023, 10:40 730 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირი წარმატებულად დაიწყო. ნიკამ 1/16 ფინალში მასპინძელი კონსტან ლესტიენი დაძაბულ ბრძოლაში სამ სეტში 6:7, 7:5, 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ქართველისა და ფრანგის დაპირისპირება 2 საათსა და 32 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილს ზედიზედ 4 წაგებული შეხვედრა ჰქონდა და 2023 წელს პირველი მატჩი მოიგო.

ნიკა მიმდინარე რეიტინგში 83-ე პოზიციას იკავებს და მომდევნო წრეში ფრანგ ბერერეს და ყაზახ ბუბლიკს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში