უკრაინასთან ერთად, ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს, მაგრამ ქართველები გულზე ხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ - სააკაშვილი

07 თებერვალი 2023, 14:03 412 ნახვა

ეს ბრძოლა გრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს.

„მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს. მარიამ ჯიშკარიანის გუნდს, ყველა ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, ზურა ვანიშვილს, ვალერი გელბახიანს ამ დიდი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკოსს სოლიდარობისთვისა და ადამიანურობისთვის.

ეს ბრძოლა გრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი. დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად, ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება, მაგრამ ქართველები გულზე ხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას“, – წერს სააკაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში