ბათუმში ხოფის ბაზრობაზე რამდენიმე მაღაზია დაიწვა

13 თებერვალი 2023, 21:05 2159 ნახვა

ხანძარი იყო  ბათუმში ე.წ ხოფის ბაზრობაზე.

რურუას ქუჩაზე  არსებული მაღაზიებიდან რამდენიმე დაიწვა, მათ შორის სურსათის, საავტომობილო  აქსესუარების, აკუმულატორებისა და ზეთების მაღაზიები. ამ დროსითვის ცეცხლი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ​

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო, ათობით სახანძრო-სამაშველო  და სამართალდამცავი ჯგუფები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.  

ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის მერი, არჩილ ჩიქოვანი და მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები. როგორც მერმა განაცხადა დაიწვა რამდენიმე მაღაზია, შემთხვევის გამომწვევს მიზეზს გამოძიება დაადგენს, ზარალის ოდენობა კი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში