მომდევნო ორი დღე საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

14 თებერვალი 2023, 10:55 580 ნახვა

15 და 16 თებერვალს საქართველოში კვლავ გააქტირურდება ციკლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლა საქართველოში, რაც გამოიწვევს:

დასავლეთ საქართველოში, ასევე სანაპირო კურორტებზე - თოვას, პერიოდულად ძლიერს, გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ტემპერატურა +2, +4 გრადუსი.

აღმოსავლეთშიც იქნება სიცივე და ქარი, მაგრამ ინტენსიური თოვლი ნაკლებად.

მთიან ზონაში ხილვადობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კვლავ შეიზღუდება გადაადგილება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში