ხანძრის შედეგად რამდენიმე მაღაზია დაიწვა

14 თებერვალი 2023, 18:01 558 ნახვა

რა გახდა ე.წ-ლი ხოფის ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს. მანამდე კი სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელი ერთ-ერთ ვერსიად ასახელებს მოვაჭრეების დაუდევრობას. ფიქრობს, რომ შესაძლოა ცეცხლი გამათბობელს გამოეწვია. ზვიად მელიქაძე ირწმუნება, რომ ობიექტზე უსაფრთხოება გამართულია და ელექტროსადენებიც მწყობრშია. ვიდრე სამართალდამცველები მოიკვლევენ დეტალებს, მანამდე უნდა დადგინდეს, რა ტიპის ზიანი მიადგა სავაჭრო ცენტრს. უახლოეს დღეებში ექსპერტების დასკვნასაც ელოდებიან. გუშინ საღამოს,  ბაზრობის ტერიტორიაზე, რურუას ქუჩაზე  მდებარე  მაღაზიებიდან რამდენიმე დაიწვა, მათ შორის სურსათის, საავტომობილო აქსესუარების, აკუმულატორებისა და ზეთების მაღაზიებია.ცეცხლის მასშტაბების გამო  ათობით სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში