აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია საბერძნეთში, თესალონიკის ტურისტულ გამოფენაზე - ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაზე რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევს რეკლამირებას.
გამოფენაზე აჭარა სპეციალური სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორები რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან. გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრებს მართავს ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, მედიის წარმომადგენლებთან და კონტენტ-კრეატორებთან. გამოფენა დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.