ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა ქალს ეძებენ

23 თებერვალი 2023, 14:40 3338 ნახვა

ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებულ ქალს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, 35 წლის ქალი, მეგობართან ერთად ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა, უკან გამოსვლა კი ვერ შეძლო.  მასთან ერთად მყოფი მეორე პირი კი ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

შემთხვევა გუშინ საღამოს, მეგობრობის ქუჩის გასწვრივ სანაპიროზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  აჭარის მაუწყებელს დაგვიდასტურეს, რომ ერთი პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ინფორმაცია თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში