მეწყრული პროცესები ქედაში

23 თებერვალი 2023, 17:34 646 ნახვა

მეწყრული პროცესების საშიშროების გამო, ქედის მერიამ ორი ოჯახი დროებით, უსაფრთხო ადგილას გაიყვანა. ალტერნატიულ ფართში  ცხოვრებას ნაკაშიძეებისა და ხალვაშების ოჯახი მანამდე გააგრძელებს, სანამ გეოლოგების მიერ შესაბამისი დასკვნა არ გახდება ცნობილი. სწორედ სპეციალისტების დასკვნის შესაბამისად გაუწევს ქედის მერია დაზარალებულებს დახმარებას. მეწყრული პროცესები ქედაში საავტომობილო გზებზეც განვითარდა, ამ დროისთვის ჩაკეტილია კოკოტაური არძენაძეების მიმართულება, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მეწყერის აქტიურობის გამო ვერ სრულდება. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოვლითი გზით სოფელში მცხოვრები 30 ოჯახი სარგებლობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში