ვაკის პარკის ტრაგედიის საქმე

23 თებერვალი 2023, 20:32 579 ნახვა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9-ვე პირი პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა, ნაწილი მათგანი სასამართლოს ალტერნატივის სახით 10 000-10 000-ლარიან გირაოს სთავაზობდნენ. საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ერთ-ერთმა ბრალდებულმა მშენ-ექსპერტის“ ექსპერტმა დავით თუშიშვილმა და აღნიშნა, რომ მას უსაფრთხოების შემოწმება არ ევალებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში