პოლიციამ აჭარაში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

12 ოქტომბერი 2025, 10:42 208 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი  2 პირი: 1988 წელს დაბადებული  გ.ზ. და 2000  წელს დაბადებული ბ.ხ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გ.ზ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ  მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის - 1986 წელს დაბადებული  ე.ჯ. -ს კუთვნილ ორ ავტომობილს. კერძოდ, ბრალდებული  დაზარალებულს დაჰპირდა, რომ მისგან შეძენილი ავტომობილების  საფასურს  ნაწილ-ნაწილ გადაუხდიდა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ე.ჯ.-ს  30 167 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა კიდევ ერთი მოქალაქის თანხას.

რაც შეეხება თაღლითობის  ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს  ბ.ხ. - ს,  გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ერთ-ერთი საწარმოს  50 000 ლარამდე  ღირებულების ხორცპროდუქტს.
თაღლითობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული  9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე