თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე ტყეში აღმოჩენილი იარაღის საქმეზე პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა იკითხებიან, რომლებიც ხელისუფლების დამხობის საქმის ორგანიზებაში არიან ბრალდებულები, მათთან სუსის გამომძიებლები ჯერ კიდევ გუშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ თუმცა მათ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. ამავე საქმეზე უკვე გამოკითხეს ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი.
საუბარია თბილისის მიმდებარედ, ტყეში სამალავში აღმოჩენილ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღზე, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ ნივთიერებებზე.გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, თბილისში უნდა განხორციელებულიყო დივერსიული აქტები.უფლებადამცველების თქმით, გუშინდელი დაკითხვა იარაღებს ეხებოდა, თუმცა პაატა ბურჭულაძის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს იარაღებთან კავშირი არ აქვს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე