"არა რუსულ კანონს" - პარლამენტში საპროტესტო აქციას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

02 მარტი 2023, 15:36 573 ნახვა

საქართველოს პარლამენტში, სადაც „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენაა დაგეგმილი, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები, რომლითაც კანონპროექტს აპროტესტებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, რუსული კანონი საქართველოს არჩევანი არ არის და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავენ აღნიშნული კანონი არ მიიღონ.

მედიისა და არასამთავრობო სეტორის წარმომადგენლები „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სასტვენებითა და შეძახილებით დახვდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობენ, რასაც მანდატურის სამსახურთან დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

კანონპროექტს აპროტესტებენ, როგორც პარლამენტის შესასვლელთან, ისე შენობაში, კომიტეტის დარბაზის შესასვლელთან.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში