პარლამენტის შენობასთან წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ოთხი ადამიანია დაკავებული - ვაჟა სირაძე

02 მარტი 2023, 22:04 1590 ნახვა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ოთხი ადამიანია დაკავებული, – ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

„ამ დროისათვის დაკავებული ოთხი პიროვნება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. ადგილზე მიმიდინარეობდა აქცია, აქცია გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელი ბლოკირებაში. არაერთხელ მოუწოდა პოლიციამ გზის გახსნისკენ, წესრიგისკენ, ვინც არ დაგვემორჩილა, სამართალდამცველებმა შესაბამისად იმოქმედეს.  მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, – განაცხადა სირაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში