დღეს საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები კონტინენტთაშორის თასზე იასპარეზებს

07 მარტი 2023, 10:31 726 ნახვა

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები კონტინენტთაშორის თასზე იასპარეზებს. საქართველოს 19 წლამდე ნაკრები, რომელმაც ოქტომბერში ევროპის თასი მოიგო, ახლა კოსტა რიკის დედაქალაქ სან ხოსეში იმყოფება, სადაც 7-დან 11 მარტის ჩათვლით პირველად ინტერკონტინენტალურ თასზე იასპარეზებს.

საქართველო A ჯგუფში ნიკარაგუას, ტაიტის, ნიგერიას და გვადალუპეს დაუპირისპირდება. ამ ტურნირის გამარჯვებული კი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც ხორვატიაში გაიმართება.

აჭარის რეგიონიდან საქართველოს ნაკრების ღირსებას თემურ ქამადაძე, ანრი აბულაძე, ნუგზარ ტარიელაძე და ნიკოლოზ შერვაშიძე იცავს.

საქართველოს 19 წლამდე ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე პირველ ტურში ნიკარაგუას დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში