ამ კანონპროექტმა თავისი საქმე გააკეთა, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა - ირაკლი კობახიძე

10 მარტი 2023, 12:35 664 ნახვა

ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

 კობახიძემ „ხალხის ძალას“ კანონპროექტის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო, ეს არის პირველი მიღწევა ამ კანონპროექტის. ასევე, ყველამ გაიგო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფო საქმიანობაში არიან ჩართულები, როგორიც არის მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციები საქმე. ასევე, როგორც არის გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, PVT-ის გაყალბება, ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართან. ეს ორგანიზაციები, სინამდვილეში, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები - ეს არის მეორე ინფორმაცია, რაც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართველ საზოგადოებას და ძალიან ცხადად და მკაფიოდ. და მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელდება „ბაკურიანის გეგმა“ ანუ NGO-ების ხელით საქართველოში „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა. ამისთვის მადლობას ვუხდი „ხალხის ძალის“ გუნდს, რომელმაც დააინიცირა და თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა პირველი მოსმენის დროს ამ კანონპროექტს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება, ბევრ რამეს გაუწიეს ანგარიში და დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა გაფორმებული პარლამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში