საქართველოს პარლამენტთან აქცია დასრულებულია

10 მარტი 2023, 14:34 517 ნახვა

საქართველოს პარლამენტთან აქცია დასრულებულია. 

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი ქმედებებისა და ბრძოლის შედეგია, რომ დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

მათივე თქმით, ისინი ახლა ბრძოლას განაგრძობენ ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად.

"ჩვენ ვიწყებთ გრძელვადიან კამპანიას 12 პუნქტზე. პერიოდულად აქციებითა და სხვა ფორმებით. ვიმუშავებთ, რომ 12 პუნქტი აუცილებლად შესრულდეს და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამარ ჯაყელმა.

მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და პროექტების განხილვამდე უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს. საკანონმდებლო ორგანოს წინ სხვადასხვა ორგანიზაციის კურიერები პარლამენტიდან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას სიგნალებით შეხვდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში