საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „ქუთაისი“ დაამარცხა და საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა

16 მარტი 2023, 14:10 409 ნახვა

საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა წინა თამაშში მოპოვებული ორქულიანი გამარჯვების შემდეგ ქუთაისი მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა, ამჯერად ანგარიშით 90:79 და შავიზღვისპირელები ნახევარფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

ბათუმელებს კაილი რიდლიმ ულიდერა 24 ქულით, 7 პასითა და 6 ჩაჭრით. 12-12 ქულა სამმა კალათბურთელმა ჯორდან სეშენმა, ლაშა მიქელაძემ და გიორგი ოჩხიკიძემ დააგროვეს. ბათუმი ოთხთა ფინალში მეტოქეს ელოდება. მისი ნახევარფინალური მეტოქე დელტასა და კაკტუსის დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს.

მათ შორის პირველი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, სადაც გურჯაანის დელტამ  8 ქულით 90:82 გაიმარჯვა.

თუ კაკტუსი 22 მარტს 8-ქულაზე მეტით არ იმარჯვებს, ოთხთა ფინალში დელტა გავა. 8-ქულიანი გამარჯვების შემთხვევაში კი დამატებითი დრო დაინიშნება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში