სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ „ბოსტონთან“ დამარცხდა 

17 ოქტომბერი 2025, 10:19 99 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა, „ტორონტო რეპტორსმაNBA-ს ახალი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი მატჩი სტუმრად „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართა და 108:110 დამარცხდა. მამუკელაშვილის ანგარიშზე 22 წუთში 5 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო.

ქართველმა მოთამაშემ ერთი სამქულიანი და ერთი ორქულიანი ჩააგდო.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის დაწყებამდე „ტორონტო რეპტორსი“ კიდევ ერთ მატჩს გამართავს 18 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ბრუკლინ ნეტსთან“. 2025-2026 წლის სეზონს კანადური კლუბი „ატლანტა ჰოუქსთან“ გასვლითი შეხვედრით გახსნის.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში