პუტინის წერილი ჩინურ გამოცემაში

20 მარტი 2023, 14:16 438 ნახვა

რუსეთი ღიაა იმისთვის, რომ უკრაინის კრიზისი პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოაგვაროს-ამის შესახებ ვლადიმირ პუტინი წერს წერილში, რომელსაც  რუსეთში ჩინეთის ლიდერის ვიზიტის წინ გავლენიანი ჩინური გამოცემა „ჟენმინ ჟიბაო“ აქვეყნებს. 

„რუსეთი ღიაა უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარებისთვის. თუმცა, ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყდა, მაგრამ არა ჩვენს მიერ. სამშვიდობო პროცესის მომავალი დამოკიდებულია მხოლოდ სერიოზული საუბრის მზადყოფნაზე, გაბატონებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით'' - აცხადებს პუტინი.

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში ცოტა ხნის წინ ჩავიდა, სადაც ის თავის რუს კოლეგას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში