ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის კანდიდატთა სიაში დაწინაურდა

20 მარტი 2023, 21:40 688 ნახვა

პოპულარულმა სპორტულმა გამოცემა "GOAL"-მა 2023 წლის ოქროს ბურთის კანდიდატთა სია განაახლა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია კვლავ დაწინაურდა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

კვარაცხელია რეიტინგში ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიცაა: რაშფორდი, ლევანდოვსკი, კაზემირო, საკა და მუსიალა.

TOP 5-ში კი ვინისიუს ჟუნიორი, ვიქტორ ოსიმენი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი და ლეო მესი არიან.  

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი, 14 გოლით 14 საგოლე გადაცემითა და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში