ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ მაკრონს შეხვდება.
„ემანუელთან ერთად განვიხილეთ დიპლომატიის ყველა მიმდინარე ასპექტი და პარტნიორებთან ბოლოდროინდელი კონტაქტები. მადლიერი ვარ მისი მხარდაჭერისთვის. შევთანხმდით, რომ მალე შევხვდებით“, - აღნიშნა მან.
გასულ პარასკევს ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან რთული მოლაპარაკებები გამართა. ტრამპმა ზელენსკის ფრონტის არსებულ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, თუ რა ტერიტორიული დათმობები მოითხოვა ამერიკის პრეზიდენტმა ზელენსკისგან.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე