უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 83 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

23 მარტი 2023, 10:00 419 ნახვა

გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 83 შეტევა მოიგერიეს-ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, არ უარს ამბობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად ოკუპაციის განზრახვებზე. მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის, მარინსკისა და შახტიორსკის მიმართულებებზე. გასულ დღეს, თავდაცვის ძალების ნაწილებმა ფრონტის აღმოსავლეთ სექტორზე მტრის 83 შეტევა მოიგერიეს"- განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.

გასული დღის განმავლობაში მტერმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო შეტევა დაიწყო. რუსული რაკეტები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

გენშტაბის ინფორმაციით, მტერმა ასევე განახორციელა 48 საჰაერო დარტყმა, კერძოდ, სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ჟიტომირისა და კიევის რეგიონებში.

კიევის ოლქში, ქალაქ რჟიშჩივზე ე.წ. კამიკაძე დრონებით თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა, ზაპოროჟიეში კი მრავალსართულიანი კორპუსის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში