საქართველოს თავდაცვის ძალების გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

25 მარტი 2023, 11:31 512 ნახვა

რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატისთვის მზადება უკვე დაიწყო. საერთაშორისო ტურნირში საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდიც მიიღებს მონაწილეობას. რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი წელს საფრანგეთში ჩატარდება.

საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 12 ქვეყნის გუნდი - საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ირლანდია, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, უზბეკეთი და ფიჯი. რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა უკვე ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვით, საქართველო ბრიტანეთის, სამხრეთ აფრიკისა და ესპანეთის გუნდებთან ერთად იასპარეზებს.

ჩემპიონატის დაწყებამდე, თავდაცის ძალების რაგბის გუნდი მომზადებას საფრანგეთში, გუერში, სენ-სირის სამხედრო აკადემიის ბაზაზე გაივლის.

თამაშები 16 აგვისტოს დაიწყება, ხოლო გამარჯვებული გუნდები 10 სექტემბერს, ფინალურ თამაშში ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში