წიგნისა და განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა გრძელდება

25 მარტი 2023, 17:20 652 ნახვა

ბათუმში  წიგნისა და განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენა   გრძელდება. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნონ ერთ  სივრცეში  წარმოდგენილ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საგამომცემლო კომპანიებს, მაღაზიებს, ქართული კულტურისა და ასევე უცხო ენების ცენტრებს.

მომხმარებლები გამოფენა-გაყიდვაზე ფასდაკლებებითაც ისარგებლებენ და მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ.

წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენა ექსპო ბათუმის ორგანიზებით ტარდება.

გამოფენის მიზანი წიგნის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით არსებული სიახლეების გაცნობაა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში