ბიზნეს იდეების პროექტი რეგიონებში

20 ნოემბერი 2025, 14:04 98 ნახვა

ბიზნეს იდეების გენერირების  ვორკშოპების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა  ხელვაჩაურტში. შეხვედრას ამჯერად ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის წევრებთან გაიმართა.  შეხვედრაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საკუთარი იდეების რეალობად ქცევის საშუალებებზე ისაუბრეს. 

პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარებას, ინოვაციური აზროვნების და ბიზნეს იდეების გენერირების უნარების დახვეწას.  პროექტი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ორდღიან შხვედრებს ითვალისწინებს.

ამ დროში  მონაწილეები  თავიანთ იდეებზე იმუშავებენ და ასევე მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას. პროექტის ავტორების თქმით, გამოავლინდება  საუკეთესო გუნდები, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა პრე-აქსელერატორის პროგრამას შეუერთდნენ და თავიანთი იდეები განავითარონ.

რეგიონი პროექტი  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარეობს.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე