აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო 

20 ნოემბერი 2025, 11:31 109 ნახვა

აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში შერჩეულმა ევროპის ერთ-ერთმა უდიდესმა საერთაშორისო აქსელერატორმა Startupbootcamp-მა განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.

მთავრობის მიერ ინიცირებული  პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების განვითარება, მათი საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.   

ოთხი უმსხვილესი საერთაშორისო აქსელერატორი   2026 წლის განმავლობაში ქართველ და რეგიონულ სტარტაპერებთან იმუშავებენ და მათ გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში დაეხმარებიან.

აქსელერაციის სრული ციკლი მოიცავს სამ ფაზას.

პროგრამა სრულად დაფინანსებულია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე