ტორნადოს აშშ-ში 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

26 მარტი 2023, 10:01 517 ნახვა

26 ადამიანი ემსხვერპლა ტორნადოს აშშ-ში. სტიქია  მისისიპის შტატში იყო.  შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა, ოთხი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. მისისიპის შტატში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ამერიკული მედიის ცნობით, სტიქიამ განადგურება 100 მილის მანძილზე გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ რამდენიმე ტორნადოს საფრთხეზე ავრცელებს ინფორმაციას.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში