თეთრი სახლის განცხადება

25 ნოემბერი 2025, 11:50 123 ნახვა

თეთრ სახლში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მიმდინარე კვირაში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, თეთრი სახლის ეზოში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა დაგეგმილი არ არის, თუმცა მოვლენები საკმაოდ სწრაფად იცვლება. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმაში დარჩა ღია საკითხები, რომლებსაც ის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილავს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ჟენევიდან დაბრუნებულმა გუნდმა  ახალი გეგმის შესახებ მოახსენა და უკრაინისთვის მგრძნობიარე საკითხებს ის თავად განიხილავს დონალდ ტრამპთან.

ზელენსკიმ ასევე დაადასტურა, რომ დოკუმენტის განახლებულ ვერსიაში აღარ არის 28 პუნქტი.

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი