„სამშვიდობო გეგმა“

25 ნოემბერი 2025, 11:50 123 ნახვა

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, - ინფორმაციას ფაინენშიალ თაიმსი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი კისლიცას ცნობით, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებებისას აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა „პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხები ქვეყნების პრეზიდენტებისთვის განსახილველად დატოვეს“.

კისლიცამ გამოცემასთან ინტერვიუში ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს „დაძაბული“, მაგრამ „პროდუქტიული“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ სრულიად შეცვლილი გეგმის პროექტის მიმართ ორივე მხარე „დადებითად“ არის განწყობილი.

გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა რამდენიმე საკამათო საკითხი, მათ შორის ტერიტორიული საკითხები, „ფრჩხილებში“ დატოვეს, რათა მათზე გადაწყვეტილება უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა მიიღონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი